საქართველოს მთავრობა ფასების რეგულირების საკითხზე მუშაობს - რას აცხადებენ ოპოზიციაში - Palitra News

საქართველოს მთავრობა ფასების რეგულირების საკითხზე მუშაობს - რას აცხადებენ ოპოზიციაში

2026-02-16 09:19:13+04:00

უკვე რამდენიმე კვირაა საქართველოს მთავრობა ფასების რეგულირების საკითხზე მუშაობს. საქმეში ჩართულია პარლამენტის საგამოძიებო კომისიაც, რომლის სხდომებიც, დიდი ალბათობით, მიმდინარე კვირაშიც გაიმართება. საპარლამენტო უმრავლესობა ფიქრობს რომ სახეზეა სხვადასხვა სახის სამომხმარებლო პროდუქტზე არაბუნებრივად მაღალი ფასნამატანი, რაც მათივე თქმით, დროულ ანალიზსა და მოგვარებას საჭიროებს. მთავრობის განზრახვის გულწრფელობაში ეჭვი ეპარება ოპოზიციას. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ რომ მმართველი ძალა არა ფასებთან რეალურ ბრძოლას, არამედ პოპულისტური ნაბიჯებით საზოგადოების გულის მოგებას ცდილობს.