საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა აქციზური მარკის გარეშე ალკოჰოლის შენახვა-რეალიზაციის ბრალდებით რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დააკავა - Palitra News

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა აქციზური მარკის გარეშე ალკოჰოლის შენახვა-რეალიზაციის ბრალდებით რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დააკავა

2026-02-14 13:51:58+04:00

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა აქციზური მარკის გარეშე ალკოჰოლის შენახვა-რეალიზაციის ბრალდებით რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით უკანონოდ შეინახა და გაასაღა სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული ალკოჰოლური სასმელი. სამართალდამცველებმა იგი რეალიზაციისთანავე დააკავეს. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება დანაშაულში შესაძლო სხვა მონაწილეების გამოვლენის მიზნით. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.