შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა სამი არასრულწლოვანი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, 3 არასრულწლოვანი ბრალდებულია ქურდობასა და ჯგუფურად ჩადენილ ძარცვაში. ერთ-ერთი მათგანი წარსულში ყაჩაღობისთვის არის ნასამართლევი, ხოლო მეორე სამართალდამცველების მიერ ქურდობის ფაქტზე იყო მხილებული. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით, თბილისში ერთ-ერთ მაღაზიაში პროდუქცია და თანხა გაიტაცეს. ერთ-ერთი მათგანი ასევე კიდევ ერთ მაღაზიაში დაახლოებით 800 ლარს დაეუფლა. გამოძიება შესაბამისი მუხლებით გრძელდება.