ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთ კორპუსთან სტუდენტებმა და ლექტორებმა საპროტესტო აქცია ჩაატარეს. მათი განცხადებით, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული განათლების რეფორმა ისახავს მიზნად უნივერსიტეტებზე პოლიტიკური გავლენის გაძლიერებას. პროტესტის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ გასულ წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა დაახლოებით 5 000 სტუდენტი მიიღო, მაშინ როცა ახალი გადაწყვეტილებით მიღების კვოტა დაახლოებით 300-მდე მცირდება. მათივე შეფასებით, კვოტების გადანაწილება მხოლოდ ადმინისტრაციული ცვლილება არ არის და საფრთხეს უქმნის უნივერსიტეტების ავტონომიასა და აკადემიურ თავისუფლებას. ოპოზიციურ პარტიებში აცხადებენ, რომ რეფორმა საგანმანათლებლო სივრცეზე პოლიტიკური კონტროლის ზრდას ემსახურება.