როგორ აფასებენ ნიკა გვარამიას პოლიტიკაში დაბრუნებას მმართველ გუნდში - Palitra News

როგორ აფასებენ ნიკა გვარამიას პოლიტიკაში დაბრუნებას მმართველ გუნდში

2026-02-13 15:44:01+04:00

ნიკა გვარამია პოლიტიკაში დაბრუნებას ადასტურებს და აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლების მხრიდან მის წინააღმდეგ, შესაძლოა, ახალი სამართლებრივი ნაბიჯები გადაიდგას. ამავე დროს კი, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ნიკა გვარამიას გათავისუფლებას და პოლიტიკურ პროცესში დაბრუნებასთან დაკავშირებით მის გადაწყვეტილებას პოზიტიურად აფასებენ და მიიჩნევენ, რომ გვარამია ოპოზიციური სივრცის გაძლიერებას ხელს შეუწყობს. როგორც თავად აღნიშნავენ, სამართლიანი არჩევნების მისაღწევად ერთიანი სტრატეგიის შესახებ საუბრობენ. ანალიტიკოსები კი განმარტავენ, რომ ოპოზიციას უფრო მკაფიო გზავნილები და ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერის მოპოვება სჭირდება.