„ქართული ოცნების“ საჩივრის საპასუხოდ, BBC-ში აცხადებენ, რომ მოსარჩელის კითხვებს უკვე უპასუხეს და საკუთარ საგამოძიებო მასალას მხარს უჭერენ. აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს. საქმე კი ეხება 1-ელ დეკემბერს გამოქვეყნებულ მასალას, რომელშიც აღნიშნულია, რომ თბილისში ანტისამთავრობო აქციების დასაშლელად შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება. BBC-ის წარმომადგენლის განცხადებით, თბილისში გამართული საპროტესტო აქციების შესახებ მათ მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიება სარედაქციო სტანდარტებს ჯეროვნად აკმაყოფილებს. აღნიშნულ ინფორმაციას გამოეხმაურნენ „ქართულ ოცნებაში“ - შალვა პაპუაშვილი BBC-ის მასალას „დარღვევას“ უწოდებს და განმარტავს, რომ თუკი ის არ გამოსწორდება, შემდეგი ეტაპი ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებელთან, ხოლო საბოლოოდ სასამართლოში დავა იქნება. კიდევ როგორ ეხმაურებიან აღნიშნულ საკითხს მმართველ პარტიაში