თქვენ დღეს ზუსტად ისევე ექცევით განათლებას, როგორც სასურსათო მაღაზიებს. უგუნური კონცეფციები - „ერთი ქუჩა -ერთი მარკეტი“, „ერთი ქალაქი-ერთი ფაკულტეტი“, „ერთი წიგნი ყველა სკოლას“. ვის მოსდის ეს იდეები თავში? დაგვისახელეთ დარგის პროფესიონალები, რომლებიც ჩართულები გყავთ და ისინი ეთანხმებიან ამ მიდგომებს? - ასე მიმართა „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ტატა ხვედელიანმა, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, „ქართულ ოცნებას“.
როგორც ტატა ხვედელიანმა უმაღლესი განათლების სისტემაში დაგეგმილ რეფორმაზე საუბრისას აღნიშნა, უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ანადგურებენ შექმნილ ტრადიციებს, ყველაფერს, რაც იქნა მიღწეული პროფესიონალების დაუღალავი შრომით.
„მინდა გამოვეხმაურო იმას, რასაც „ოცნება“ განათლების რეფორმას უწოდებს, თუმცა, ის, თავის მხრივ, ქვეყნის განათლების სისტემის ნგრევაა.
გუშინ ყველამ ვნახეთ ბატონი მიქანაძის უგუნური განცხადება, რომელიც ქართული მედიასაშუალებებით გავრცელდა, რომელიც კიდევ უფრო მეტ დარტყმას აყენებს ისედაც რთულ მდგომარეობაში ჩავარდნილ სისტემას. განცხადების მიხედვით, მთავრობამ, საკუთარი შეხედულებისამებრ გაანაწილა სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის კვოტები. დიახ, საკუთარი შეხედულებისამებრ, რადგან იმას, რასაც ჩვენ ვისმენთ, არაფერი საერთო არ აქვს კვლევისა და ანალიზის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებებთან, ასევე რისკების წინასწარ შეფასებასა და შედეგების განჭვრეტასთან.
რა მოტივი ასაზრდოებს თქვენს ასეთ დაუცხრომელ მცდელობას, ჯიუტად, ერთი-მეორეზე მავნე და სულელური ინიციატივით, გაანადგუროთ ჩვენი ისტორია, წინაპრების ნაბრძოლი, მიღწეული გამარჯვებები და ჩვენი შვილების მომავალი.
თქვენ დღეს ზუსტად ისევე ექცევით განათლებას, როგორც სასურსათო მაღაზიებს. უგუნური კონცეფციები - „