თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებულების პროცესი მიმდინარეობს. საქმე ათონელის სასახლესთან განვითარებულ ინციდენტს ეხება და ბრალდებულთა შორის გიორგი ჩახუნაშვილი, ია დარახველიძე და ევა შაშიაშვილი არიან. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მტკიცებულებებს იკვლევენ. ჩვენებას ვაკე-საბურთალოს პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი, ლაშა ჯუღელი აძლევს, რომელსაც დაზარალებულის სტატუსი აქვს მინიჭებული. როგორც თავად აღნიშნავს, აქციის დროს მასზე ფიზიკურად იძალადეს - მან ერთ-ერთ ბრალდებულად გური ჟვანია დაასახელა.