„ქართული ოცნების“ საჩივრის საპასუხოდ, BBC-ში აცხადებენ, რომ მოსარჩელის კითხვებს უკვე უპასუხეს და საკუთარ საგამოძიებო მასალას მხარს უჭერენ - რა პასუხი აქვთ მთავრობის წარმომადგენლებს - Palitra News

„ქართული ოცნების“ საჩივრის საპასუხოდ, BBC-ში აცხადებენ, რომ მოსარჩელის კითხვებს უკვე უპასუხეს და საკუთარ საგამოძიებო მასალას მხარს უჭერენ - რა პასუხი აქვთ მთავრობის წარმომადგენლებს

2026-02-13 12:44:03+04:00

„ქართული ოცნების“ საჩივრის საპასუხოდ, BBC-ში აცხადებენ, რომ მოსარჩელის კითხვებს უკვე უპასუხეს და საკუთარ საგამოძიებო მასალას მხარს უჭერენ. საქმე ეხება 1-ელ დეკემბერს გამოქვეყნებულ მასალას, რომელშიც აღნიშნულია, რომ თბილისში ანტისამთავრობო აქციების დასაშლელად შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება. BBC-ის წარმომადგენლის თქმით, მათი მიერ თბილისურ პროტესტებზე მომზადებული გამოძიება სარედაქციო სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, თუ დარღვევა არ გამოსწორდება, შემდეგი ეტაპი ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებელთან, ხოლო საბოლოოდ სასამართლოში დავა იქნება. კიდევ როგორ ეხმაურებიან აღნიშნულ საკითხს მმართველ პარტიაში.