შალვა პაპუაშვილი - ილიას უნივერსიტეტის ზოგიერთი წარმომადგენლის ადგილას დავფიქრდებოდი, როდესაც მათი მთავარი გამომქომაგებელი არის მიხეილ სააკაშვილი, რასთან გვაქვს საქმე - Palitra News

შალვა პაპუაშვილი - ილიას უნივერსიტეტის ზოგიერთი წარმომადგენლის ადგილას დავფიქრდებოდი, როდესაც მათი მთავარი გამომქომაგებელი არის მიხეილ სააკაშვილი, რასთან გვაქვს საქმე

2026-02-13 12:37:29+04:00

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები აცხადებენ, რომ ფაკულტეტების შესაძლო გაუქმება აკადემიურ თავისუფლებას და უნივერსიტეტის განვითარებას აზიანებს. 12 თებერვალს მსვლელობა მთავარი კორპუსიდან პარლამენტის შენობამდე გაიმართა. დღეს კი მორიგი აქცია უნივერსიტეტის შენობასთან მიმდინარეობს. მონაწილეები მოითხოვენ რეფორმის გადახედვას და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საუნივერსიტეტო საზოგადოების ჩართვას. მათი თქმით, ცვლილებები ფართო განხილვის გარეშე მზადდება და საფრთხეს უქმნის უნივერსიტეტის მრავალწლოვან გამოცდილებასა და დამოუკიდებლობას.