უკრაინის პრეზიდენტის შეფასებით, დონალდ ტრამპისთვის რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერება მნიშვნელოვანი პოლიტიკური გამარჯვება იქნებოდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა The Atlantic-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ტრამპისთვის ხელსაყრელი სცენარი ომის აშშ-ის შუალედურ არჩევნებამდე დასრულებაა. გამოცემის ინფორმაციით, ზელენსკის გარემოცვის ნაწილი შეშფოთებულია, რომ შეთანხმების მიღწევის დრო იწურება და თუ მოლაპარაკებები გაზაფხულზე ვერ დასრულდება, უკრაინას შესაძლოა ბრძოლის გაგრძელება წლების განმავლობაში მოუწიოს. თავად ზელენსკი აცხადებს, რომ ცუდ შეთანხმებას არ დათანხმდება და ბრძოლას გააგრძელებს, თუ ეს ღირსეული და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად იქნება საჭირო. მისი თქმით, მიუხედავად მძიმე ოთხწლიანი ომისა, უკრაინა პოზიციებს არ თმობს.