ნიკა გვარამია პოლიტიკურ საქმიანობას უბრუნდება და აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებს - Palitra News

ნიკა გვარამია პოლიტიკურ საქმიანობას უბრუნდება და აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებს

2026-02-13 09:32:37+04:00

ნიკა გვარამია პოლიტიკურ საქმიანობას უბრუნდება და აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებს. მან არ გამორიცხა მის მიმართ ახალი ბრალდებების წაყენების ალბათობაც. გვარამიამ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა, სადაც პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო იხდიდა სასჯელს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მის დაბრუნებას პოზიტიურად აფასებენ და აცხადებენ, რომ ეს ოპოზიციის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. მათივე თქმით, ერთიანი და მშვიდობიანი სტრატეგიით ისინი სამართლიანი არჩევნებისთვის მოემზადებიან. ანალიტიკოსები კი მიუთითებენ, რომ არსებული პოლიტიკური ტაქტიკა ჯერჯერობით საზოგადოების ფართო მხარდაჭერის მოპოვებას ვერ უზრუნველყოფს და ოპოზიციას უფრო მკაფიო გზავნილები სჭირდება.