ეუთო-ს ე.წ. „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში ოდირის წინასწარ დამტკიცებული სიიდან ერთი ექსპერტი შეირჩა - Palitra News

ეუთო-ს ე.წ. „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში ოდირის წინასწარ დამტკიცებული სიიდან ერთი ექსპერტი შეირჩა

2026-02-13 09:30:22+04:00

ეუთო-ს ე.წ. „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში ოდირის წინასწარ დამტკიცებული სიიდან ერთი ექსპერტი შეირჩა, რომელიც უახლოეს პერიოდში საქართველოს ეწვევა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარასელიას განცხადებით, ქართული მხარე ექსპერტს საჭირო ინფორმაციას სრულად მიაწვდის. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული პროცესი გამჭვირვალეა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა გრძელდება. ოპოზიცია ვარაუდობს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენები საერთაშორისო შეფასებაში სრულად აისახება და შესაძლოა პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. მათი თქმით, ანგარიშმა ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციაზე მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება მოახდინოს. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მსგავსი მექანიზმები ხშირად მოლოდინს ქმნის, თუმცა საბოლოო შედეგები ყოველთვის საკმარისი არ არის.