მთავრობამ „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის“ პრინციპზე დაფუძნებული განათლების რეფორმის საბოლოო კონცეფცია წარადგინა - როგორ აფასებენ ახალ კონცეფციას - Palitra News

მთავრობამ „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის“ პრინციპზე დაფუძნებული განათლების რეფორმის საბოლოო კონცეფცია წარადგინა - როგორ აფასებენ ახალ კონცეფციას

2026-02-13 09:27:18+04:00

მთავრობამ „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის“ პრინციპზე დაფუძნებული განათლების რეფორმის საბოლოო კონცეფცია წარადგინა. პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ცვლილებები მიზნად ისახავს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას და შრომის ბაზრისთვის მოთხოვნადი კადრების მომზადებას. რეფორმის ფარგლებში, რიგ სახელმწიფო უნივერსიტეტებში გარკვეული ფაკულტეტების გაუქმებაა დაგეგმილი. მმართველი პარტია ამ ნაბიჯს სისტემის ოპტიმიზაციად და რესურსების ეფექტიან გადანაწილებად აფასებს. ოპოზიციაში კი მიიჩნევენ, რომ გადაწყვეტილება უნივერსიტეტების ავტონომიაში ჩარევას და მათზე პოლიტიკური კონტროლის გამკაცრებას ემსახურება. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, ცვლილებებმა შესაძლოა სახელმწიფო უნივერსიტეტების ქონებრივი და ინსტიტუციური დამოუკიდებლობა შეასუსტოს და განათლების ხარისხზეც ნეგატიურად აისახოს.