სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტები 2026-2027 სასწავლო წლიდან შრომის ბაზრის მოთხოვნებზე დაფუძნდება და „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ პრინციპით განაწილდება - ამის შესახებ დღეს განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.მთავრობის გადაწყვეტილებით, თსუ იმუშავებს ზუსტ, ჰუმანიტარულ, სამართლისა და სოციალურ მიმართულებებზე, ტექნიკური უნივერსიტეტი - საინჟინროზე, სამედიცინო - მედიცინაზე, ხოლო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - პედაგოგიკასა და საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე STEM პროგრამებზე. მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ სტუდენტთა მისაღები კონტინგენტი 21 300-მდე იზრდება. გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი და განაცხადა, რომ „პრინციპულად არ ეთანხმებიან საუნივერსიტეტო განათლების დანგრევას“ და 20 წლის მონაპოვარს სამართლებრივი და საპროტესტო გზით დაიცავენ.