მთავრობა ფასების შესწავლას პესტიციდებისა და აგრო-ქიმიური საშუალებების მიმართულებითაც იწყებს - Palitra News

მთავრობა ფასების შესწავლას პესტიციდებისა და აგრო-ქიმიური საშუალებების მიმართულებითაც იწყებს

2026-02-12 15:53:35+04:00

მთავრობა ფასების შესწავლას პესტიციდებისა და აგრო-ქიმიური საშუალებების მიმართულებითაც იწყებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფერმერებისთვის, ვინაიდან პესტიციდების ფასი და ხელმისაწვდომობა პირდაპირ აისახება სოფლის მეურნეობის წარმოების თვითღირებულებაზე, ფერმერთა კონკურენტუნარიანობასა და სასურსათო პროდუქტების ფასებზე. მისივე თქმით, საქართველოში გამომწვევად რჩება როგორც მაღალი ფასები პესტიციდებზე, ისე ჭარბი მოხმარების პრაქტიკა. პრემიერსმა სხვა სიახლეების შესახებაც ისაუბრა. მისი ინფორმაციით, პარლამენტში წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანაზე აკრძალვის დაწესებას. კობახიძის ინფორმაციით, 2012 წელს საქართველოში 864 ათასი ავტომობილი იყო რეგისტრირებული და წლევანდელი მონაცემებით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2 მილიონს გადააჭარბა.