ხორვატიის პრეზიდენტი - საქართველოს ბარიერებს უქმნიან, მორალური დილემის წინაშე აყენებენ, აბრალებენ, რომ მოსკოვის აგენტია - Palitra News

ხორვატიის პრეზიდენტი - საქართველოს ბარიერებს უქმნიან, მორალური დილემის წინაშე აყენებენ, აბრალებენ, რომ მოსკოვის აგენტია

2026-02-12 15:51:18+04:00

„საქართველოს აბრალებენ, რომ მოსკოვის აგენტია. ეს არის მორალური შანტაჟი“ - ამის შესახებ ხორვატიის პრეზიდენტმა განაცხადა. ზორან მილანოვიჩისთქმით, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ამის სათქმელად ჩამოვიდა. მიხეილ ყაველაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე მან ქართლი ოცნების პოლიტიკა შეაქო და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ის მინისტები გააკრიტიკა, რომლებიც მისივე სიტყვებით, საქართველოში მიტინგებში მონაწილეობისთვის ჩამოვიდნენ და ოპოზიციას შეუერთდნენ. ზორან მილანოვიჩის საქართველოში სტუმრობა პირველი საპრეზიდენტო დონეზე განხორციელებული ვიზიტია. რა ჰქონდა სათქმელი ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოსთვის?