ნიკა გვარამია პატიმრობის შემდეგ პოლიტიკურ საქმიანობას უბრუნდება - რაში ხედავს შექმნილი კრიზისიდან გამოსავალს და რას აცხადებენ სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები - Palitra News

ნიკა გვარამია პატიმრობის შემდეგ პოლიტიკურ საქმიანობას უბრუნდება - რაში ხედავს შექმნილი კრიზისიდან გამოსავალს და რას აცხადებენ სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები

2026-02-12 15:43:54+04:00

ნიკა გვარამია რვათიანი პატიმრობის შემდეგ პოლიტიკურ საქმიანობას უბრუნდება, და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლას აანონსებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ოპოზიციის მოქმედების პლატფორმით ინტერესდება და ამავე დროს არ გამორიცხავს ახალი ბრალდების საფუძველზე კვლავ პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნონ. კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება დღეს 11 საათზე დატოვა. ის სასჯელს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო იხდიდა.