აშშ-ის ჰელსინკის კომისია საქართველოს ხელისულებას ბრალდებებს უყენებს. გუშინდელ ბრიფინზე მომხსენებლების მხრიდან აღინიშნა, რომ "ქართულმა ოცნებამ" საგარეო კურსი ევროპის საწინააღმდეგოდ, რუსეთისკენ, ჩინეთისა და ირანისკენ მიმართა და რომ საქართველო ჯერ კიდევ წარმოადგენს სანქციებისთვის გვერდის ავლის საკვანძო მარშრუტს რუსეთისთვის. მაშინ რა შეიძლება იყოს შექმნილი ვითარებიან გამოსავალი? ჰელსინკის კომისიის გუშინდელ სხდომაზე რამდენიმე პუნქტი დაასახელეს, მათ შორის, "ქართული ოცნების" მხრიდან ძალაუფლების გაზიარების სურვილი და არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში გადადგომის მზადყოფნა.