სარკინიგზოს გარდა, ყველა სხვა სახის სატრანსპორტო გადაზიდვები გაიზარდა - Palitra News

სარკინიგზოს გარდა, ყველა სხვა სახის სატრანსპორტო გადაზიდვები გაიზარდა

2026-02-12 14:29:39+04:00

სარკინიგზოს გარდა, ყველა სხვა სახის სატრანსპორტო გადაზიდვები გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან ჩანს, რომ 2025 წელს, 2024 წელთან შედარებით 35.3%-ით გაიზარდა საჰაერო გადაზიდვები, საზღვაო 17%-ით, საავტომობილო 5%-ით, ხოლო სარკინიგზო გადაზიდვები შემცირებულია თითქმის 6%-ით. სატრანსპორტო გადაზიდვებში საინტერესოა ექსპორტ-იმპორტის ბალანსი. ასე მაგალითად, 2025 წელს საჰაერო გადაზიდვებში დაახლოებით 306 მლნ დოლარი ექსპორტზე მოდიოდა, რაც წლიურად 15%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, ხოლო 1 მილიარდ 800 მილიონ დოლარზე მეტი იყო იმპორტი იყო, თითქმის 40%-იანი წლიური ზრდით. საზღვაო გადაზიდვებშიც იმპორტი ჭარბობს, დაახლოებით მილიარდი დოლარის პროდუქციის ტრანსპორტირება მოხდა, ხოლო ექსპორტზე დაახლოებით მილიარდნახევარი დოლარის ოდენობის გავიდა. მონაცემებიდან ჩანს, რომ სარკინიგზო გადაზიდვების კლება იმპორტის ხარჯზე მოხდა, რადგან გადაზიდული პროდუქციის ჯამურმა ღირებულებამ მილიარდ დოლარსაც კი ვერ მიაღწია და შესაბამისად წინა წელთან შედარებით 9%-ით შემცირდა. რაც შეეხება ექსპორტს, სალიანდაგო მარშრუტით შემოსული ექსპორტის ღირებულება 233 მილიონ დოლარს მცირედით აჭარბებდა. და ბოლოს, საავტომობილო გადაზიდვების მონაცემებსა გადავავლოთ თვალი, ამ გზით საქართველოში გასულ წელს 5 მილიარდ 315 მილიონი დოლარის ექსპორტი განხორციელდა, ხოლო იმპორტმა 8 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.