საქართველოდან ირანში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი 8 წლიან მაქსიმუმზეა - Palitra News

საქართველოდან ირანში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი 8 წლიან მაქსიმუმზეა

2026-02-12 14:29:01+04:00

საქართველოდან ირანში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი 8 წლიან მაქსიმუმზეა. ამას კი თავად სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები ცხადყოფს. უფრო კონკრეტულად, 2025 წელს ირანში ექსპორტზე გავიდა 209 ერთეული მსუბუქი ავტომობილი, რაც ჯამში დაახლოებით 4,5 მლნ დოლარის ღირებულებისაა, ეს კი 2017 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 2017-ში საქართველოდან ირანში ექსპორტირებულია 327 ავტომობილი, რომლის ჯამური ღირებულებაც 8 მილიონზე მეტს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ 1 წლის ჭრილში ირანში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი 6-ჯერ გაიზარდა. „საქსტატის“ სტატისტიკით, 2024 წელს ირანში მხოლოდ 33 ერთეული, სულ 855 ათასი დოლარის ავტომობილი გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ 2025 წელს ირანში მსუბუქი ავტომობილების ექსპორტმა 8 წლიან მაქსიმუმს მიაღწია, ირანის წილი ავტომობილების რეექსპორტში მცირეა. მსხვილ საექსპორტო ბაზრებს შორის ირანი მე-11 ადგილზეა, ხოლო მისი წილი საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტში მხოლოდ 0.18%-ს შეადგენს. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ 2025 წელს საქართველოდან რეექსპორტზე გავიდა 111 265 ერთეული მსუბუქი ავტომობილი, რომლის ჯამური ღირებულებაც 2 მილიარდ 814 მილიონ დოლარს აჭარბებს.