ნიკა გვარამია ოპოზიციის ერთიანობაზე - მე ვიცი ერთი რამ - ერთად უნდა გვხედავდნენ, ერთად უნდა ვმუშაობდეთ და ერთად უნდა მოვიტანოთ შედეგი - Palitra News

ნიკა გვარამია ოპოზიციის ერთიანობაზე - მე ვიცი ერთი რამ - ერთად უნდა გვხედავდნენ, ერთად უნდა ვმუშაობდეთ და ერთად უნდა მოვიტანოთ შედეგი

2026-02-12 11:48:40+04:00

მე ვიცი ერთი რამ - ერთად უნდა გვხედავდნენ, ერთად უნდა ვმუშაობდეთ და ერთად უნდა მოვიტანოთ შედეგი, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ოპოზიციის ერთიანობაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

ნიკა გვარამიას განცხადებით, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი იქნება ოპოზიციის მოქმედების პლატფორმა.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია სიტყვების შინაარსი ყველაზე მეტად. მე ვიცი ერთი რამ- ერთად უნდა გვხედავდნენ, ერთად უნდა ვმუშაობდეთ და ერთად უნდა მოვიტანოთ ეს შედეგი იმიტომ, რომ სხვანაირად შეუძლებელია. ამ ყბადაღებულ სიტყვა „ერთობას“ არ გამოვიყენებ, მე არ ვიცი, ამის უკან, ვინ, როგორ, რას მოიაზრებს, ყველა სხვადასხვა რამეს, ერთ პოლიტიკურ სუბიექტს, სალაპარაკო პლატფორმას თუ ასე შემდეგ. ჩემთვის მნიშვნელოვანია მოქმედების პლატფორმა როგორია“,- განაცხადა გვარამიამ.

მისი თქმით, ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრება მასაც სურს, თუმცა მას შემდეგ, რაც საქართველო თავისუფალი და ევროკავშირის წევრი გახდება.

„მეც მინდა, რომ ჩვეულებრივი ცხოვრებით ვიცხოვრო, თუნდაც სრულიად არაპოლიტიკით, მაგრამ, მას მერე, რაც ეს ქვეყანა იქნება თავისუფალი, ნამდვილად ქართული და ევროკავშირის წევრი იმიტომ, რომ ყველამ ბედნიერად ვიცხოვროთ, მათ შორის „ქოცებმაც“,-განაცხადა გვარამიამ.