ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტთა მისიიამ საქართველოში მუშაობა დაიწყო. ექსპერტთა მუშაობის დაწყებას ოპოზიცია პოზიტიურად აფასებს. მათი შეფასებით, მისიის ჩამოსვლა ნიშნავს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები მათ შორის ადამიანის უფლებების დარღვევის შესაძლო ფაქტები, სამართალდამცავი უწყებების ქმედებები და პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოექცა. რპგპრც ამბობენ, „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედება ადასტურებს, რომ შიდა ინსტიტუტები ვერ უზრუნველყოფენ ეფექტიან და მიუკერძოებელ გამოძიებას.