ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ევროკავშირთან მოქმედი ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას მხარი დაუჭირეს.მარტიდან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს დიპლომატიური პასპორტები გაუუქმდებათ —ინფორმაცია რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა რიკარდ იოზვიაკმა გაავრცელა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე ცუდად აისახება. მათი განცხადებით, აღნიშნული ნაბიჯი ადასტურებს, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი საფრთხის ქვეშ დგას. ისინი პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნება" აკისრებენ. არ გამორიცხავენ, რომ პირველი ეტაპის შემდეგ სავიზო რეჟიმი საქართველო ყველა მოქალაქეს დაუწესდეს.