პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის შემსწავლელი დროებითი კომისიის პირველი სამუშაო სხდომა მიმდინარეობს. დროებითი კომისიის სხდომას ხორცპროდუქტების, რძის პროდუქტებისა და კვერცხის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებიან. მხარეები ბაზრის სტრუქტურასთან, ფასწარმოქმნის ჯაჭვთან და სექტორის საოპერაციო პროცესებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ. მაღალი ფასნამატი, შესაძლო კარტერული გარიგებები და ხარვეზები ბაზარზე - დეპუტატები და მთავრობის წარმომადგენლები პრობლემების იდენტიფიცირებისთვის საპარლამენტო და სამთავრებო ფორმატების ფარგლებში მუშაობენ. ცოტნე შაორშაძეს ვრთავთ პარლამენტიდან. რა საკითხები წამოიჭრა სხდომაზე