კანადაში სკოლასა და საცხოვრებელ სახლში მომხდარმა სროლამ 9 ადამიანი იმსხვერპლა - Palitra News

კანადაში სკოლასა და საცხოვრებელ სახლში მომხდარმა სროლამ 9 ადამიანი იმსხვერპლა

2026-02-11 12:44:47+04:00

კანადაში სკოლასა და საცხოვრებელ სახლში მომხდარმა სროლამ 9 ადამიანი იმსხვერპლა. მედიის ინფორმაციით, ტამბლერ რიჯის საშუალო სკოლაში შვიდი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ორი გარდაცვლილი ახლომდებარე საცხოვრებელ სახლში აღმოაჩინეს. გარდაცვლილთა შორის არის თავდამსხმელიც. მისი ვინაობა სამართალდამცველებისთვის ცნობილია, თუმცა დეტალები ჯერ არ საჯაროვდება. დაუდგენელია თავდასხმის მოტივი და გამოყენებული იარაღის ტიპი. მომხდარის გამო კანადის პრემიერმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე დასასწრებად დაგეგმილი ვიზიტი გადადო. ტამბლერ რიჯის შემთხვევა ქვეყნის ისტორიაში სკოლაზე განხორციელებულ მეორე ყველაზე სისხლიან თავდასხმად სახელდება.