ხარკოვის ოლქის ქალაქ ბოჰოდუხოვზე დრონებით თავდასხმის შედეგად სამი ბავშვი და ერთი მამაკაცი დაიღუპა - Palitra News

ხარკოვის ოლქის ქალაქ ბოჰოდუხოვზე დრონებით თავდასხმის შედეგად სამი ბავშვი და ერთი მამაკაცი დაიღუპა

2026-02-11 12:43:36+04:00

რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ იერიშებს კვლავ მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინული მედიის ცნობით, ხარკოვის ოლქის ქალაქ ბოჰოდუხოვზე დრონებით თავდასხმის შედეგად სამი ბავშვი და ერთი მამაკაცი დაიღუპა. დაშავდა ორი ქალი, მათ შორის ორსული. ცნობილია, რომ 34 წლის მამაკაცი თავდასხმის დროს სახლში ბავშვებთან ერთად იმყოფებოდა. 10 თებერვალს კი დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკში, მართვადი ავიაბომბების გამოყენებით განხორციელებული დარტყმის შედეგად, დედა და შვილი დაიღუპნენ. უკრაინის გენერალური პროკურატურის მონაცემებით, 2022 წლის 24 თებერვლიდან სრულმასშტაბიანი ომის პერიოდში ქვეყანაში დაახლოებით 700 ბავშვია დაღუპული.