აზერბაიჯანსა და შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია გაფორმდა - როგორ აფასებენ ქარტიას ქართველი პოლიტიკოსები - Palitra News

აზერბაიჯანსა და შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია გაფორმდა - როგორ აფასებენ ქარტიას ქართველი პოლიტიკოსები

2026-02-11 12:34:51+04:00

აზერბაიჯანსა და შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია გაფორმდა. ბაქოში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა რეგიონული და ორმხრივი საკითხები ვიწრო ფორმატში განიხილეს. მხარეებმა მოლაპარაკებები დადებითად შეაფასეს. ალიევის განცხადებით, ვიზიტი მნიშვნელოვანი მოვლენაა და განხილვამ ორმხრივი დღის წესრიგის ფართო სპექტრი მოიცვა. პრესკონფერენციაზე ვენსმა აღნიშნა, რომ ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერება კონფლიქტების პრევენციის ერთ-ერთი გზაა. მისივე თქმით, „ტრამპის მარშრუტი“ აზერბაიჯანს ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს შეუქმნის და ენერგორესურსების ექსპორტს გაამარტივებს, რაც სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესის მდგრადობასაც შეუწყობს ხელს. როგორ აფასებენ ამ ვიზიტს ქართველი პოლიტიკოსები.