პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შვედეთის საგარეო უწყების განცხადებას სოციალური ქსელით გამოეხმაურა და მწავავე კრიტიკით უპასუხა. მისი თქმით, ფრაზა - „შვედეთი რჩება ქართველი ხალხის მეგობრად“ - ეკუთვნის იმავე ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომელთა ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა, პაპუაშვილის განცხადებით, საჯაროდ მოუწოდა ე.წ. ქართველ რადიკალებს „მაიდნის“ მოწყობისკენ. პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ამ მოწოდებიდან რამდენიმე დღეში ძალადობრივმა ჯგუფებმა პარლამენტის შენობის დაწვა სცადეს და პოლიციელებს მძიმე დაზიანებები მიაყენეს. მისივე შეფასებით, მეგობრობა სიტყვებით არ განისაზღვრება და იგი სუვერენიტეტისა და კონსტიტუციური წესრიგის პატივისცემით უნდა დასტურდებოდეს. როგორ გამოეხმაურნენ პოლიტიკოსები ამ განცხადებას.