ევროპარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები რეგლამენტში, რომელიც ევროკავშირში თავშესაფრის მინიჭების პროცედურას არეგულირებს და განსაზღვრავს „უსაფრთხო ქვეყნების“ სტატუსის კრიტერიუმები - Palitra News

ევროპარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები რეგლამენტში, რომელიც ევროკავშირში თავშესაფრის მინიჭების პროცედურას არეგულირებს და განსაზღვრავს „უსაფრთხო ქვეყნების“ სტატუსის კრიტერიუმები

2026-02-11 09:28:59+04:00

ევროპარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები რეგლამენტში, რომელიც ევროკავშირში თავშესაფრის მინიჭების პროცედურას არეგულირებს და განსაზღვრავს „უსაფრთხო ქვეყნების“ სტატუსის კრიტერიუმები. ახალი წესების თანახმად, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფოები უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნებად ჩაითვლებიან, თუ არ არსებობს განურჩეველი ძალადობის გარემოება შეიარაღებული კონფლიქტის პირობებში, თუ მათი მოქალაქეებისთვის ევროკავშირის მასშტაბით თავშესაფრის მინიჭების მაჩვენებელი 20 პროცენტს არ აღემატება და თუ ამ ქვეყნებზე ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის გამო ეკონომიკური სანქციები არ მოქმედებს. ცვლილებები მიზნად ისახავს თავშესაფრის განაცხადების განხილვის პროცესის გამარტივებასა და ერთიანი სტანდარტების ჩამოყალიბებას.