აზერბაიჯანსა და შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას ხელი მოეწერა. ბაქოში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ვიწრო ფორმატში რეგიონულ და ორმხრივ საკითხებს განიხილავდნენ. მხარეებმა მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასეს. ალიევის განცხადებით, ვენსის ოფიციალური ვიზიტი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა და განხილვამ ორმხრივი დღის წესრიგის ფართო სპექტრი მოიცვა. პრესკონფერენციაზე ვენსმა აღნიშნა, რომ კონფლიქტების პრევენციის ერთ-ერთი გზა ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებაა. მისი თქმით, „ტრამპის მარშრუტი“ აზერბაიჯანს დამატებით ეკონომიკურ შესაძლებლობებს გაუხსნის და ენერგორესურსების ექსპორტს გაამარტივებს, რაც სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესის მდგრადობასაც შეუწყობს ხელს.