ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა - Palitra News

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა

2026-02-11 09:24:16+04:00

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა. ბრალდებულთა შორის არიან მიხეილ სააკაშვილი, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე და ელენე ხოშტარია. სასამართლომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები დასაშვებად ცნო. მომდევნო სხდომა 23 თებერვალს, 13:00 საათზეა დანიშნული. ბრალდებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლს ეფუძნება და მათ შორისაა საბოტაჟი, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მოწოდება. ნაწილისთვის აღკვეთის ღონისძიებად გირაოა განსაზღვრული. აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურნენ როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები.