თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს - სხდომას ესწრებიან მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე და ბადრი ჯაფარიძე. სასამართლო დარბაზში იმყოფებიან აშშ-ისა და გერმანიის საელჩოს წარმომადგენლებიც. დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობდენ, ბრალდებულბი ბრალს არ აღიარებენ, უფლებადამცველების თქმით, არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მოსამართლეს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს მისცემს.