საქართველოს მოსახლეობის 24% პენსიონერია, ამაზე მიუთითებს საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემი, რომლის მიხედვითაც 2025 წელს ქვეყანაში პენსიის მიმღებთა რაოდენობამ 888 ათას 500 ადამიანი შეადგინა - Palitra News

საქართველოს მოსახლეობის 24% პენსიონერია, ამაზე მიუთითებს საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემი, რომლის მიხედვითაც 2025 წელს ქვეყანაში პენსიის მიმღებთა რაოდენობამ 888 ათას 500 ადამიანი შეადგინა

2026-02-10 13:40:17+04:00

საქართველოს მოსახლეობის 24% პენსიონერია, ამაზე მიუთითებს საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემი, რომლის მიხედვითაც 2025 წელს ქვეყანაში პენსიის მიმღებთა რაოდენობამ 888 ათას 500 ადამიანი შეადგინა. პენსიის მიმღებთა შორის 70.4 პროცენტი ქალია, ხოლო 29.6 პროცენტი - კაცი. ამასთან, საქსტატის ცნობით, სოციალური პაკეტის მიმღებთა რიცხოვნობამ 187 800 შეადგინა. სოციალური პაკეტის დანიშვნის საფუძვლების 69.5 პროცენტი შეზღუდული შესაძლებლობაა, 17.5 პროცენტი - ომის მონაწილეა, 10.9 პროცენტი კი მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრი. 2025 წელს, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობამ 397 ათასი შეადგინა. საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა 129.5 ათასი იყო, ხოლო საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ოჯახების რაოდენობა, რომლებსაც გარანტირებულად უნარჩუნდებათ სოციალურად დაუცველის სტატუსი - 54.8 ათასი. მაღალ ფასებთან შერკინების შემდეგ ხელისუფლება სიღარიბესთან ბრძოლას აანონსებს. ირაკლი კობახიძეს სტატისტიკა მოჰყავს, რომლის თანახმადაც 2012 წელს სიღარიბის მაჩვენებელი იყო 30%, 2024 წელს კი 9,4%-მდე შემცირდა. ხელისუფლება იმედოვნებს, რომ 2025 წლის მონაცემებში სიღარიბის მაჩვენებელი კიდევ უფრო შემცირებული იქნება, ხოლო სიღარიბის მთლიანად აღმოფხვრას რამდენიმე წელი დასჭირდება.