ქართულ ბანკებს გირაოში დაახლოებით 17 მლრდ ლარის მიწის ნაკვეთი აქვთ ჩადებული. უფრო კონკრეტულად კი, ქართულ ბანკებში გირავნობის უზრუნველყოფის სახით მიღებული მიწის ნაკვეთების (შენობის გარეშე) აქტივების მოცულობა 16 მილიარდ 889 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან თითქმის 71% მხოლოდ 2 კომერციულ ბანკზე მოდის.
კომერციული ბანკების ანგარიშგებების მიხედვით, 2025 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით გირაოში ყველაზე მეტი ღირებულების მიწის ნაკვეთი „თიბისი ბანკის“ გირავნობის ქვეშაა, მეორე ადგილზეა „საქართველოს ბანკი“. უფრო დეტალურ მონაცემებში ჩანს, რომ „თიბისი ბანკს“ გირავნობაში 7 მლრდ ლარზე მეტი ღირებულების მიწის ნაკვეთი აქვთ გირავნობაში ჩადებული, ხოლო „საქართველოს ბანკს“ კი თითქმის 5 მილიარდი ლარის ოდენობის.