იმის დანახვა, როგორ იშლება ქართული დემოკრატია და როგორ ძლიერდება რუსული გავლენა ძალიან ცუდია საქართველოსთვის - ამბობს ნატო-ში ესტონეთის ელჩი, იური ლუიკი. დიპლომატი იმედს იტოვებს, რომ საქართველო დაუბრუნდება დემოკრატიის გზას, რომელსაც ქართველი ხალხის უმრავლესობა უჭერს მხარს. საქართველოსთან დაკავშირებით ნატო-ში ესტონეთის ელჩმა Independence Avenue Media-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.