გახდება თუ არა ხელისუფლების რომელიმე შტოს არაღიარება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი - რა მოლოდინებია პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

გახდება თუ არა ხელისუფლების რომელიმე შტოს არაღიარება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი - რა მოლოდინებია პოლიტიკურ სპექტრში

2026-02-10 12:21:16+04:00

გახდება თუ არა ხელისუფლების რომელიმე შტოს არაღიარება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი?! საკითხი ინიციატივის ეტაპზეა, მიეცემა თუ არა მას კანონის სახე ჯერ-ჯერობით უცნობია. მმართველ გუნდში თვლიან, რომ კონსტიტუციური წესრიგის დაცვა პრიორიტეტია, ამ მხრივ არსებულ პრობლემაზე კი - კანონმდებლობამ უნდა იზრუნოს. ის რაც კონსტიტუციური წესრიგის დაცვაა მმართველი პარტიისთვის, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა, ოპოზიციისთვის. ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ქართული ოცნების მხრიდან კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების შესახებ ინიციატივაზე მუშაობის დაწყება, ლეგიტიმაციის კრიზისს და კანონის გამოყენებით, ძალაუფლების შენარჩუნების სურვილსს აჩვენებს. მიმდინარეობს თუ არა საკითხზე მსჯელობა პარლამენტში ან დეპუტატებს შორის?!