ნიუ იორკში ძლიერი ყინვის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ნიუ იორკის მერი ზოჰრან მამდანი აცხადებს. მამდანის თქმით, შაბათ-კვირას ნიუ იორკში ყველაზე ცივი და საშიში ტემპერატურა დაფიქსირდა. როგორც ნიუ იორკის მერმა აღნიშნა, 1 400 ადამიანი თავშესაფრებშია გადაყვანილი. ნიუ იორკის მცხოვრებლებს მოუწოდებენ გააგრძელონ უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღება. იყავნენ უსაფრთხოდ, დარჩნენ სახლში და გააგრძელონ ერთმანეთზე ზრუნვა.