გახდება თუ არა ხელისუფლების რომელიმე შტოს არაღიარება სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი ქმედება? კანონპროექტის მიხედვით, იმ პირს, რომელიც ხელისუფლების ორგანოების ლეგიტიმაციას არ აღიარებს, შესაძლოა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს. ოპოზიციაში „ქართული ოცნების“ ამ ინიციატივას „დრაკონულს“ და ანტიდემოკრატიულს უწოდებენ. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, მმართველი პარტია განსხვავებული აზრის ჩახშობასა და ავტორიტარული მმართველობის დამკვიდრებას ცდილობს. მათივე თქმით, ეს ინიციატივა ქვეყანას დასავლური დემოკრატიისგან სრულ იზოლაციამდე მიიყვანს.