თბილისის სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულების - მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტი ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის დასკვნითი სასამართლო სხდომა გაიმართა.
დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გასაჩივრებული ჰქონდა როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარეს.
პროკურატურა მსჯავრდებულების დამნაშავედ ცნობას თავდაპირველად წარდგენილი მუხლით ითხოვდა, დაცვის მხარე კი გამამართლებელი განაჩენის გამოტანას. ისარგებლეს თუ არა მსჯავრდებულებმა დასკვნითი სიტყვით, თემის დეტალებზე ეკა ლემონჯავა ისაუბრებს.