პოლიტიკური დებატების ჩატარებასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის ინიციატივის შესახებ ოპოზიციურ ძალებში კვლავ ერთმანეთისგან განსხვავებული მოსაზრებები ისმის. ხელისუფლების ოპონენტთა ერთი ნაწილი დებატების ამ ფორმატში მონაწილეობას კატეგორიულად გამორიცხავს, ხოლო ხელისუფლების ოპონენტთა მეორე ნაწილი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ პირდაპირ ეთერში დაგეგმილი დებატებისთვის ემზადება. ამ პროცესში დღეს „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი მიიღებს მონაწილეობას - როგორც მისი თანაპარტიელები აცხადებენ, ისინი არ გაუშვებენ იმის შანსს, რომ ირაკლი კობახიძეს პირდაპირ ეთერში სიმართლე უთხრან. კიდევ რას ამბობენ ამ თემაზე პოლიტიკური მხარეები და ვინ აღმოჩნდება დებატებში „ქართული ოცნების“ პირისპირ?