საქართველოს ხელისუფლება ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციისგან ორმხრივი ურთიერთობის გადატვირთვას ელოდება - რა მოლოდინებია პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

საქართველოს ხელისუფლება ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციისგან ორმხრივი ურთიერთობის გადატვირთვას ელოდება - რა მოლოდინებია პოლიტიკურ სპექტრში

2026-02-09 15:47:22+04:00

საქართველოს ხელისუფლება ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციისგან ორმხრივი ურთიერთობის გადატვირთვას ელოდება. მმართველ პარტიაში პოზიტიური მოლოდინი მიხეილ ყაველაშვილისა და ამერიკის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს შორის გამართულმა შეხვედრებმა გააჩინა.

ყაველაშვილის განცხადებით, მან შტატების სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრა და იმის დაპირება მიიღო, რომ ძალიან მალე შეერთებული შტატები საქართველოსთან დაკავშირებით სამუშაო ტექნიკურ ჯგუფს შექმნის. არსებობს თუ არა ურთიერთობის გაუმჯობესების რეალური რესურსი და რას გეგმავს ამერიკული მხარე.