ტყიბულის შახტში ერთი ადამიანი დაიღუპა - Palitra News

ტყიბულის შახტში ერთი ადამიანი დაიღუპა

2026-02-09 13:18:59+04:00

ტყიბულში, ერთ-ერთ შახტში, ერთი ადამიანი დაიღუპა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

თავდაპირველად ინფორმაცია სოციალურ ქსელში გვერდმა „მაღაროელი“ გაავრცელა. მათი ცნობით, სავარაუდოდ, დაღუპულია შახტში დასაქმებული.