გორში ორი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის განადგურებისა და მუქარის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს. დაკავებულთაგან ერთ-ერთი წარსულში ნასამართლევია.
გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა პირმა კონფლიქტის ნიადაგზე დაზარალებულსა და მისი ოჯახის წევრებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. კონფლიქტის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, დაკავებულმა დაზარალებულის ავტომობილს ცეცხლი წაუკიდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.