იაპონიაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრ სანაე ტაკაიჩის ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ გაიმარჯვა - Palitra News

იაპონიაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრ სანაე ტაკაიჩის ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ გაიმარჯვა

2026-02-09 12:33:23+04:00

იაპონიაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრ სანაე ტაკაიჩის ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ გაიმარჯვა. პარტიამ 465 წევრიან ქვედა პალატაში 352 მანდატი მოიპოვა, რითაც უმრავლესობა უზრუნველყო. არჩევნების წინ ამომრჩევლებისთვის მთავარ საკითხებს გაზრდილი საცხოვრებელი ხარჯები და ეროვნული უსაფრთხოება წარმოადგენდა. „ბიბისის“ ინფორმაციით, მოქალაქეები იმედოვნებენ, რომ ტაკაიჩის ლიდერობით ლიბერალ-დემოკრატიული პარტია აღნიშნული პრობლემების გადაჭრას შეძლებს. სანაე ტაკაიჩი იაპონიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრია. მან თანამდებობა 2025 წლის 21 ოქტომბერს დაიკავა. აშშ-ის პრეზიდენტმა იაპონიის პრემიერ-მინისტრს არჩევნებში გამარჯვება უკვე მიულოცა.