ნარკოდანაშაულის ბრალდებით ქალაქ რუსთავში ძმები დააკავეს.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, აღნიშნული პირები ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ისინი ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“-ს განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეძენა-შენახვასა და შემდგომ რეალიზაციას გეგმავდნენ.
რუსთავში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების ფარგლებში, მათთვის ამანათის კონტროლირებადი მიწოდება განხორციელდა. პოლიციამ ნარკოტიკი და დაფასოებისთვის საჭირო მასალები ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.