ხელისუფლება აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვას ელოდება.
საქართველოს ხელისუფლება ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციისგან ორმხრივი ურთიერთობის გადატვირთვას ელოდება. მმართველ გუნდში პოზიტიური მოლოდინი მიხეილ ყაველაშვილისა და ამერიკის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს შორის გამართულმა შეხვედრებმა გააჩინა.
ყაველაშვილის განცხადებით, მან სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრა და მიიღო დაპირება, რომ უახლოეს პერიოდში შეერთებული შტატები საქართველოსთან მიმართებით სამუშაო ტექნიკურ ჯგუფს ჩამოაყალიბებს.
არსებობს თუ არა ურთიერთობის გაუმჯობესების რეალური რესურსი და რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს ამერიკული მხარე.