მესამე სექტორის წარმომადგენლებმა ერთობლივი პრესკონფერენცია ჩაატარეს, რომელზეც განათლების რეფორმის გამოწვევებზე ისაუბრეს - Palitra News

მესამე სექტორის წარმომადგენლებმა ერთობლივი პრესკონფერენცია ჩაატარეს, რომელზეც განათლების რეფორმის გამოწვევებზე ისაუბრეს

2026-02-09 12:14:30+04:00

მესამე სექტორის წარმომადგენლებმა ერთობლივი პრესკონფერენცია ჩაატარეს, რომელზეც განათლების რეფორმის გამოწვევებზე ისაუბრეს. ორგანიზაციების „სოციალური დემოკრატიისთვის“, „თავისუფლების მოედანი“ და „განათლება საფრთხეშია“ წარმომადგენლების შეფასებით, მმართველი პარტია თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტებს იძულებით აერთიანებს, ამ პროცესში კი არ მონაწილეობენ განათლების ექსპერტები და უნივერსიტეტების კურსდამთავრებულები. ანალოგიურ პოზიციას გამოხატავენ აკადემიური საბჭოებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე უნივერსიტეტების გაერთიანება განათლების სისტემის დეფორმაციას ემსახურება.