თბილისის სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულების, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტი ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის დასკვნითი სასამართლო სხდომა გრძელდება - ისარგებლებენ თუ არა მსჯავრდებულები დასკვნითი სიტყვით - Palitra News

თბილისის სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულების, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტი ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის დასკვნითი სასამართლო სხდომა გრძელდება - ისარგებლებენ თუ არა მსჯავრდებულები დასკვნითი სიტყვით

2026-02-09 12:15:12+04:00

თბილისის სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულების - მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტი ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის დასკვნითი სასამართლო სხდომა გრძელდება.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა უნდა წარმოთქვას. თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გასაჩივრებული აქვს როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარეს.

პროკურატურა მსჯავრდებულების დამნაშავედ ცნობას თავდაპირველად წარდგენილი მუხლით ითხოვს, დაცვის მხარე კი გამამართლებელი განაჩენის გამოტანას. ისარგებლებენ თუ არა მსჯავრდებულები დასკვნითი სიტყვით.