წელს 1 700 წელი გავიდა ქართლის მოქცევიდან - საზოგადოებრივი მოძრაობა "ის, რაც გვაერთიანებს" შემეცნებით ღონისძიებებსა და შემოქმედებით საღამოებს ატარებს - Palitra News

წელს 1 700 წელი გავიდა ქართლის მოქცევიდან - საზოგადოებრივი მოძრაობა "ის, რაც გვაერთიანებს" შემეცნებით ღონისძიებებსა და შემოქმედებით საღამოებს ატარებს

2026-02-09 09:44:41+04:00

2026 წელი საქართველოს გაქრისტიანების საიუბილეო წელია. წელს 1 700 წელი გავიდა ქართლის მოქცევიდან. ამასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მოძრაობა "ის, რაც გვაერთიანებს" შემეცნებით ღონისძიებებსა და შემოქმედებით საღამოებს ატარებს. საინიციატივო ჯგუფის შეხვედრაზე ორგანიზატორებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი საქართველოში ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადების მნიშვნელობას და საზოგადოებრივი მოძრაობის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.